Sunday, July 19, 2015

დღე მეცხრე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო.მოვრჩით პროექტზე მუშაობას და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შექმნილი პროექტები. ყველას პროექტი მომეწონა,სიამოვნებით ვუსმენდი თითოეულს.მადლობა ქალბატონ ნინოს,იმისთვის რომ,გვაზიარა პროექტებით სწავლებას და მთელი ენერგია ჩადო, რომ სიღრმისეულად შეგვესწავლა.

Saturday, July 18, 2015

დღე მერვე

დღეს მოვრჩით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებას.შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, ვისწავლეთ დრაივზე ატვირთვა.

Friday, July 17, 2015

დღე მეშვიდე

პროექტების გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურები, გავეცანით მეექვსე მოდულს,მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის ნიმუშს, მოვარგეთ ჩვენს თემას და სავარაუდოთ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკა, რომელიც უნდა გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის დაწყების წინ და ამ რუბრიკით უნდა შევაფასოთ პროექტის დასრულებისას.

Sunday, July 12, 2015

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლეთ პოვერპოინტში მუშაობა,გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის საპრეზენტაციო სლაიდები,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტების ნიმუშებს , რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის განხორციელებაში.

Saturday, July 11, 2015

დღე მეხუთე

გავაკეთეთ შეფასების შეჯამება. გავეცანით მესამე მოდულს,შევისწავლეთ ინტერნეტის გამოყენების ხერხები სწავლა– სწავლების პროცესში,გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომლებიც გამოიყენება კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში, გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი გადავიტანეთ პორთფოლიოში,ვისწავლეთ ინფორმაციული ობიექტის,კერძოდ სურათის ჩასმა ბლოგის მარჯვენა მხარეს.

Sunday, July 5, 2015

დღე მეოთხე

განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგად, თემატურ და შინაარსობლივი კითხვების ირგვლივ, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. შევავსეთ სასწავლო პროექტის დაგეგმის ზოგადი თემატური და შინაარსობლივი კითხვები და შეფასების დროის ჩარჩო.

Saturday, July 4, 2015

დღე მესამე

დავამთავრეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა,განვიხილეთ მოდული მეორე. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,პროექტის გეგმაში ჩავწერეთ საგნობრივი სტანდარტები,ინდიკატორები და მიზნები, რომლის ჩაწერისას დავიხმარეთ გაახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები ლექსიკონიდან, მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდეების დაარქივება და გახსნა.