Saturday, July 4, 2015

დღე მესამე

დავამთავრეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა,განვიხილეთ მოდული მეორე. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,პროექტის გეგმაში ჩავწერეთ საგნობრივი სტანდარტები,ინდიკატორები და მიზნები, რომლის ჩაწერისას დავიხმარეთ გაახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები ლექსიკონიდან, მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდეების დაარქივება და გახსნა.

Sunday, June 28, 2015

მეორე დღე

გავაკეთეთ კომენტარები ბლოგებზე,გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო თემები,გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს და პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, დავამზადეთ მშობლის ბუკლეტები, რომლებიც კეთდება დაინტერესებული მშობლებისთვის, რომ აუხსნათ, რისთვის არის აუცილებელი პროექტებით სწავლება.

Saturday, June 27, 2015

დღე პირველი

გავეცანით სახელმძღვანელოს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ვისწავლეთ საქაღალდის გახსნა,მასში სხვადასხვა ინფორმაციის შენახვა, ვისწავლე ბლოგის გახსნა.ავირჩიეთ ნიმუშიდან პროექტის თემა, ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესში  პროექტის სწორად დაგეგმვაში.